ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი: საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს

13 მაისი, 2013 •
შალვა ნათელაშვილი: საქართველომ სოჭის  ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს

ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს, 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


“ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა [რუსეთი] შენ არ გცნობს იმ საზღვრებში, რაშიც შენ თავი წარმოგიდგენია, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე გაღიარებს.რა დროშით ჩადიხარი იქ? რუსეთთან ურთიერთობის მომხრე ვარ, მაგრამ აი, ამ პოლიტიკით საქართველო დაილევა და გაილევა… როდესაც თავმოყვარეობა არ გაქვს და ეროვნულ ინტერესებს შენ არ იცავ, სხვა რა ვალდებულია დაიცვას?! შენ საკითხი უნდა გაამწვავო იქამდე, რომ რუსეთისთვის თუ შრი–ლანკისთვის შენი უფლებების დარღვევა და ხელყოფა დისკომფორტული გახდეს. თუ მისთვის დისკომფორტული ეს არ გახდება, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა”, – განაცხადა მან და ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი გააკრტიკა.

 
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპროტსმენების მონაწილეობას მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება მან გასული წლის ოქტომბრის თვეში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი