“ეს არის ერთ–ერთი გამოვლინება იმ აგრესიული კამპანიის, რაც “ნაციონალური მოძრაბის” წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომლის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, მოვითხოვთ გუშინდელ ანგარიშსწორებაში მონაწილე ყველა ადამიანის დაკითხვას, მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას, მოვითხოვთ იმას, რომ შს მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საკითხი, იმიტომ, რომ საქმე ეხება პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს ამ ქვეყანაში ძალადობის კამპანია განსხვავებულად მოაზოვნე ადამიანების მიმართ”.– განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან „la truffe”-ში მომხდარი ინცინდენტის შედეგადად საპარლამენტო უმცირესობის ორი წარმომადგენელი დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე რესპუბლიკურ სავადმყოფოში აღმოჩნდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
დეპუტატების გარდა ინციდენტის დროს დაშავდა სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზიაც.
გუშინ საღამოს რესტორანში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან რესტორანი ინცინდენტამდე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესტორანში იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.
“სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ”– ნათქვამია განცხადებაში.