ახალი ამბები

პრეზიდენტი ფოთში ახლადგახსნილი ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დაესწრო [Video]

12 მაისი, 2013 •
პრეზიდენტი ფოთში ახლადგახსნილი ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დაესწრო [Video]

 

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ტაძრის კურთხევის ცერემონიალს პრეზიდენტთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავაც დაესწრო. 

 

“ტაძარი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. პრეზიდენტს ამბიონთან კათოლიკოს-პატრიარქი მიეგება. მიხეილ სააკაშვილი კვირაცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვასაც ესწრება, რომელსაც ფოთის ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 
 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ფონდიდან ფოთში ტაძრის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი, საიდანაც 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის გამოიყო. თანხები წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

 

2008 წლის 18 ივლისს ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების საჭირო ხარჯების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 300 000 ლარი.

 

2011 წლის 28 დეკემბერს ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანასების მიზნით ფონდიდან გამოიყოს 700 000 ლარი. აქედან 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის, ხოლო 100 ათასი ლარი – ტაძრის რეაბილიტაციისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი