ახალი ამბები

თსუ–ს პირველ კორპუსთან დაკავებული ექს–პოლიტპატიმარი 100–ლარიანი ჯარიმით გათავისუფლდა

10 მაისი, 2013 • • 1368
თსუ–ს პირველ კორპუსთან დაკავებული ექს–პოლიტპატიმარი 100–ლარიანი ჯარიმით გათავისუფლდა

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ასევე ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ მიაწოდა. მისი თქმით, რევაზიშვილს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173–ე მუხლით დაედო. ეს მუხლი პოლიციისადმი დაუმრჩილებლობას გულისხმობს.

 

გაბედავას განცხადებით, რევაზიშვილი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა.

 

შეგახსენებთ, რომ რევაზიშვილმა, გაბედავასთან, მელორ ვაჩნაძესთან და სხვა პოლიტპატიმებთან ერთად, დღეს თსუ–ს პირველ კორპუსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი