ახალი ამბები

უსუფაშვილი შრომის კოდექსზე: კომპრომისთან ძალიან ახლოს ვართ

8 მაისი, 2013 • • 982
უსუფაშვილი შრომის კოდექსზე: კომპრომისთან ძალიან ახლოს ვართ

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი არსებობს, თუმცა მთავრობა კომპრომისთან ძალიან ახლოსაა.


“მოგეხსენებათ, პირველი მოსმენით ჩვენ ეს კანონპროექტი უკვე მივიღეთ. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ არის რამდენიმე საკითხი შესათანხმებელი დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან. შედგა ძალიან ბევრი შეხვედრა ბიზნესმენებთან, ექსპერტებთან. ამჟამად კომპრომისთან ძალიან ახლოს ვართ და ცხადია, ვიცით, რომ ყველა ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნება, ეს ისეთი ტიპის კოდექსია. თუმცა კანონპროექტის ძირითადი პარამეტრები იქნება დაცული. მაგალითად, თუ კვირაში 6 დღე 12 საათის განმავლობაში მუშაობს ადამიანი იგივე გასამრჯელოს სანაცვლოდ, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ეს ასე აღარ იქნება. ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აჟიოტაჟი, რადგან ის ყველას აღელვებს და ამიტომაც არის ემოციები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა შრომის კოდექსზე საუბრისას ხაზი მედიის მუშაობასაც გაუსვა და თქვა, რომ ბევრი ჟურნალისტი ღამის პირველ საათზეც დახვედრია პარლამენტში კომენტარისთვის.


“მე მესმის, რომ 18:00 საათზე თქვენი სამუშაო დღე ვერ დასრულდება, თუმცა, თუ გიწევთ ასეთ რეჟიმში მუშაობა, შესაბამისად, ეს დამატებით უნდა ანაზღაურდებოდეს ან მეორე, მესამე დღეს ნაკლები საათებით მოგიწიოთ დატვირთვა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი