ახალი ამბები

ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულების ეგზჰუმაცია მიმდინარეობს

8 მაისი, 2013 • 1878
ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულების ეგზჰუმაცია მიმდინარეობს

ადგილზე მუშაობენ შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც გვამებს ხელახალ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. დღეს სამი დაღუპულის – ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებს ჩაუტარებენ ექსპერტიზას. შსს-ს პრესსამსახურში ამ საკითხზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.

 

ლოპოტის ხეობაში, კერძოდ, ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მაშინ შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლული იქნა დივერსანეტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან.

 

ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს ამჯერად ღარიბაშვილის უწყება იძიებს, პროკურატურასთან ერთად. ამ საქმის ალტერნატიული, საპარლამენტო კომისიის მიერ გამოძიებას ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი