ახალი ამბები

ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

8 მაისი, 2013 • 1675
ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

როგორც აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ფატი მამიაშვილი ამბობს, ნათია მოგელაძემ სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებებს სასამართლო, როგორც წესი, ნათია მოგელაძის უწყების მიერ შედგენილი სამართალდარღვევების საფუძველზე იღებდა. “ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატები 2012 წელს ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეებს უშედეგოდ უმტკიცებდნენ, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებები იყო უკანონო და მათ მოუწევდათ ამისთვის სამართლებრივი პასუხისგება. 

 

რამდენიმე დღის წინ პირმა, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, განაცხადა, რომ მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის “ბინძურ საერთო საქმეებზე.” ამავე პირის განცხადებით, ნათია მოგელაძის ქმარი დღესაც პროკურატურაში მუშაობს. 

 

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ მთავარ პროკურატურაში. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განმარტებით, გიორგი კონდახაშვილი- ნათია მოგელაძის ქმარი- პროკურატურაში დიდი ხანია აღარ მუშაობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი