ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როსტურიზმი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლის რისკებზე აფრთხილებს

24 აგვისტო, 2017 • 3725
როსტურიზმი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლის რისკებზე აფრთხილებს

როსტურიზმის ხელმძღვანელი ოლეგ საფონოვი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობის რისკები გაითვალისწინონ.

“საქართველოში ტურისტების ნაკადი გაზრდილია. თუმცა ამ ქვეყანაში ჩასვლისას, ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთიერთობები არ არსებობს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომელიც რუსი მოგზაურებისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავს”, – ამბობს ოლეგ საფონოვი.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო რიანოვოსტი ავრცელებსრომელიც თავის მხრივ, მკითხველს რუსეთის დუმის დეპუტატ იგორ მარტინოვთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ინციდენტს ახსენებს, როდესაც სომხეთ-საქართველოს გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს და ქვეყანაში არ შეუშვეს. ამასთან, უცნობია ქართული მხარის მიერ რუსი დეპუტატისთვის უარის თქმის მიზეზი, თუმცა რუსული მედია ვარაუდობს, რომ მარტინოვს საქართველოში შესვლაზე უარი უკავშირდება 2015 წელს მის ოფიციალურ ვიზიტს ცხინვალში, რომელსაც ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება ცალკე სახელმწიფო სუბიექტად არ ცნობს. რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ცნო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი