ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის დუმის წევრი საზღვრიდან გააბრუნეს

18 აგვისტო, 2017 • 9406
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის დუმის წევრი საზღვრიდან გააბრუნეს

იგორ მარტინოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ასტრახანის ოლქიდან, ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

დუმის დეპუტატის ცნობით, ის ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წლის 7 აგვისტოს ათი დღით ჩამოვიდა. საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრა. სომხეთიდან ისევ საქართველოში დაბრუნების დროს კი “სადახლოს” გამშვებ პუნქტზე პრობლემა შეექმნა – საქართველოში მარტინოვი აღარ შეუშვეს. შესაბამისად, მას სომხეთში დაბრუნება და იქიდან რუსეთში თვითმფრინავით გამგზავრება მოუწია.

რუსული მედია ვარაუდობს, რომ იგორ მარტინოვმა 2015 წელს ცხინვალში ვიზიტისა და იქ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრის გამო”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი დაარღვია და მისი ქვეყნიდან გაბრუნების მიზეზიც სწორედ ესაა.

Screen Shot 2017-08-18 at 5.41.04 PM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი