ახალი ამბები

როგორ შეხვდნენ აღდგომას ოფიციალური პირები [ფოტო]

5 მაისი, 2013 •
როგორ შეხვდნენ აღდგომას ოფიციალური პირები [ფოტო]

პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდმა ოფიციალურ მილოცვაც გაავრცელა. საღდგომო ლიტურგიას მიხეილ სააკაშვილი გრემის ტაძარში დაესწრო. 


აღდგომის დადგომიდან მალევე პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღდგომას საჩხერეში შეხვდა.  სააღდგომო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო და შეკრებილებს აღდგომა მიულოცა. 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

აღდგომის აღნიშვნის ერთ–ერთი ცენტრალური ადგილია თბილისში, სამების ტაძარი. სამებიდან შეკრებილებს, როგორც წესი,  საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მიმართავს. სამებაში აღდგომას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოლთან ანა არეშიძესთან ერთად შეხვდა. 


სამების ტაძარში ენერგეტიკის მინისტრს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც შეუერთდა. 

მთავრობის წევრების გარდა, აღდგომა სამების ტაძარში აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აღდგომას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ქაბულში ფრანგულ ბაზაზე მყოფ ოცეულსა და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ 42-ე და 33-ე ბატალიონის ქართველ სამშვიდობოებს აღდგომა მიულოცეს ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა და მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი