ახალი ამბები

იერუსალიმის ცეცხლი საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს

5 მაისი, 2013 • • 1145
იერუსალიმის ცეცხლი  საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს

აღდგომისთვის საქართველოში იერუსალიმის ცეცხლი ჩამოაქვთ, რომელიც წელს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს. თუმცა  არსებობს გამოცდილება, როცა ცეცხლის ჩამოტანის პროცესში მონაწილეობას პოლიტიკოსებიც ღებულობენ. 2010 წელს იერუსალიმიდან  ცეცხლი თბილისის ვიცე- მერმა მამუკა ახლედიანმა ჩამოიტანა. 

 

“გახარებულები ვართ ყველანი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაწილი საქართველოდან ჩასულების შევიდა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, ცეცხლის გადმოსვლის დროს იქ იყო, იქ ლოცულობდა და როგორც მისმა უწმინდესობამ გვაკურთხა წასვლისას და მერე ტელეფონითაც დაგვიკავშირდა, ცეცხლის გადმოსვლის დროს გველოცა საქართველოს გამთლიანებასა და  გაძლიერებისათვის და ეს შეძლებისდაგვარად შევასრულეთ”– განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. 

 

ჩამოტანილ ცეცხლს ხალხი აეროპორტშივე დახვდა. ცეცლი დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ჩამოიტანეს. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ცეცხლი აეროპორტიტდან სამების ტაძარში მიიტანეს. 

 

ტრადიციისამებრ, ტაძარში აღნიშნული ცერემონიის დროს ყველა განათება და სანთელი ჩამქრალია. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ცეცხლი ყოველ წელს, აღდგომამდე,  „სასწაულებრივად გადმოდის“ და თუ რომელიმე წელს არ გადმოვა, სამყაროს დასასრულია მოსალოდნელი.

 

მამუკა ახვლედიანმა იერუსალიმის ცეცხლი 2010 წელს ჩამოიტანა. ფოტო: ჟურნალი  “ლიბერალი”

 

ფოტო: ლიბერალი
ფოტო: ლიბერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი