ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხანძრების ლიკვიდაციისთვის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა

23 აგვისტო, 2017 • 3752
პრეზიდენტმა  ხანძრების ლიკვიდაციისთვის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ  ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.

ბრძანების თანახმად, ბორჯომის და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით პრეზიდენტმა გასცა ბრძანება გამოიყენონ:

[checklist]

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი ქვეითი ბრიგადა;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

[/checklist]

პრეზიდენტის ბრძანება 22 აგვისტოთია დათარირებული, თუმცა ის 23 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.

 

 

20935133_10155815082400572_7413016322316728531_o

კონსტიტუციის 100 მუხლის თანახმად:

[checklist]

  • სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.
  • სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.

[/checklist]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით”  22 აგვისტოს მიმართა. 23 აგვისტოს პარლამენტის საგანგებო სხდომაა დანიშნული, რათა  პარლამენტმა კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცოს. თუმცა ატენის ხეობაში ჯარი უკვე შევიდა.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება, ატენის ხეობაში კი- 22 აგვისტოს, 17-18 საათზე.  საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ატენის ხეობაში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი