ახალი ამბები

ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, შსს-მ კი გამოძიება დაიწყო

5 სექტემბერი, 2018 • 1549
ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, შსს-მ კი გამოძიება დაიწყო

ატენის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი. მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე ასევე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილზეამ დრომდე რჩებიან სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლის გუბერნატორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცეცხლი ატენის ხეობაში დღეს, 5 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი