ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ტექნიკას შეიტანს

21 აგვისტო, 2017 • 2824
რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ტექნიკას შეიტანს

რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ აფხაზეთში სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს.

ინტერფაქსის ცნობით, ხელშეკრულება აფხაზური მხარისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემას და აფხაზური შეირაღებული ძალების მოდერნიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ხელშეკრულება, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებითაა განსაზღვრული.

ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისა და ერთობლივი სამხედრო დანაყოფის შექმნის საკითხები განიხილეს.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთის მსგავსად, დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. მას შემდეგ მხარეებმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი  შეთანხმებები გააფორმეს, განსაკუთრებით კი, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

2017 წლის 8 აგვისტოს აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, შს ორგანოების ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი