ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი: აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს

8 აგვისტო, 2017 • 3025
პუტინი: აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს

“სასაუბრო თემები ნამდვილად არსებობს, თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჩვენ გასაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთთან. ჩვენ საიმედო გარანტია ვართ აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ასევე გაგრძელდება მომავალშიც”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გზების მოძებნა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

დღეს, 2017 წლის 8 აგვისტოს, ბიჭვინთაში ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს ხვდებიან.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ პირველად, პრემიერ მინისტრის რანგში, 2009 წლის 12 აგვისტოს ჩავიდა. პუტინის მეორე ვიზიტი აფხაზეთში 2011 წელს შედგა. პრეზიდენტის რანგში კი, პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა. ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას სხვა შეხვედრები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე იმართებოდა.

რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი