ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან

1 მაისი, 2013 • 1153
ზურაბ ჯაფარიძე: აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან

დათო ბერძენიშვილი
დათო ბერძენიშვილი

“ჩვენ სხდომაზე ვიყავით, მე როგორც მეუბნებიან, პოლიცია კორექტულად იქცეოდა. რაც შეეხება შეფასებებს, მე არ ველოდები, რომ რაიმე ისეთი მკაცრი რეაგირება იქნება, არის კანონი და მთავარია, კანონის ფარგლებში იყოს ჩატეული სამართალდამცავების საქმიანობა და ვნახოთ,” – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან დღევანდელ აქციაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის ნაწილის ნახვა მოახერხა:

 

“ერთი, რაც ცალსახად ჩანდა, არის ის, რომ მოხდა ხელის შეშლა ჟურნალისტებისთვის, დაუშვებელია, მიუღებელია ასეთი რამ და ეს პრობლემა არის.”

 

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე ასევე განმარტავს, რომ აუცილებელია დადგინდეს საქმის გარემოებები:

 

“აუცილებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რაიმე კანონის დარღვევას ახალგაზრდების მხრიდან ადგილი. მაგალითად,  მოხდა თუ არა გზის გადაკეტვა უმიზნოდ, როცა არ იყო იმდენი ადამიანი, რომ აუცილებელი ყოფილიყო გადაკეტვა და მეორე მხრივ, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი