ახალი ამბები

შსს: აქციის მონაწილეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

1 მაისი, 2013 • 1280
შსს: აქციის მონაწილეები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შსს-ს განმარტებით, დღეს სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ აქციის მონაწილეებს, რასაც არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებმა ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, აქციის მსვლელობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი და ჟურნალისტების მონაწილეობა ამ აქციაში არ ფიქსირდება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც გაათავისუფლეს ხელწერილების საფუძველზე.

 

“ხვალ სასამართლოში წარდგებიან და სასამართლო იმსჯელებს, მათ მიმართ ადმინისტრაციული წესით რა ღონისძიებას გამოიყენებს”, – აცხადებს ცინარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი