ახალი ამბები

ბესელია: დანაშაულის ტოლფასია, თუ თვალს დავხუჭავთ ლაფანყურის საქმეზე

30 აპრილი, 2013 •
ბესელია: დანაშაულის ტოლფასია, თუ თვალს დავხუჭავთ ლაფანყურის საქმეზე

“ძალიან რთულია ადამიანურად, სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, როდესაც ისმენ ისეთ უმძიმეს დანაშაულებზე ანგარიშს, როგორიცაა ადამინის სიცოცხლის ხელყოფა. რასაკვირველია, გამოძიება უნდა ჩატარდეს, ბევრი დეტალია, რომელიც გასარკვევია: ვინ ამზადებდა ამ შეიარაღებულ ჯგუფებს? ვინ აძლევდა იარაღს? რატომ მოხდა მათი გარდაცვალება და ა.შ. რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა? აი, თუნდაც აქ ჩნდება კითხვა, ექსპერტიზის გარეშე როგორ დაადგინეს, რითი მოხდა გარდაცვალება? ეს ხომ უნდა დაგენილიყო და სიკვდილის მიზეზი ხომ უნდა იყოს ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე?! მე მიმაჩნია, რომ დანაშაულის ტოლფასია, თუ ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და გამოძებას არ ჩავატარებთ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.


საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში მივიღებთ. ვგეგმავთ, რომ ანგარიშის მესამე, შემაჯემებელი მოსმენა გაიმართოს შემდეგ სასესიო კვირაში, როდესაც ჩვენ უკვე დავასრულებთ ყველა რეკომენდაციის მოსმენას და დადგენილების პროექტს გამოვიტანთ გადაწყვეტილების მისაღებად. აი, იქ ვიმსჯელებთ ჩვენ საგამოძებო კომისიის შექმნის რეკომენდაციაზე,” – აცხადებს ეკა ბესელია.


“მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავადასტურებთ იმას, რომ საჭირო არის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება”, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი მიუძღვნა ლაფანყურში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებულ სპეცოპერაციას. მაშინდელი გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ოპერაციის დროს 11 დივერსანტი და სამი ქართველი პოლიციელი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი