ახალი ამბები

ოდიშარია: როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, მემკვიდრეობითობა უნდა დავიცვათ

30 აპრილი, 2013 • • 1280
ოდიშარია: როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, მემკვიდრეობითობა უნდა დავიცვათ

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ოდიშარიას თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა:

 

“ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა ამ შეხვედრამ, ყველამ თავ-თავისი სათქმელი თქვა, მე ვფიქრობ, რომ დღეს იყო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მწვავე საკითხებზე ილაპარაკო, შეარჩიო ის ტონალობა, როდესაც უკვე აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იქცეს ერთ აზრად.

 

დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. იყო მწვავე შეკითვებიც, იყო უხერხული კითხვებიც თავისთავად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ყველაფერს გავეცით პასუხი. პირველი შემთხვევაა ეს, როდესაც მე, როგორც მინისტრი, ისე წარვსდექი უმცირესობის წინაშე და ყოველთვის მზად ვარ ყოველგვარი დიალოგისათვის.”

 

შეხვედრაზე უმცირესობის დეპუტატებმა მინისტრს კითხვები კულტურულ ძეგლების მდგომარეობაზე, რაბათის ციხეზე,  ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე, თეატრებზე და ჯაზფესტივალებზე დაუსვეს.

 
“რაბათი, ფაქტობრივად, დამთავრებულია, მანდ იყო თავის დროზე შენიშვნები ჩვენი მხრიდან, ორი თვის წინათ, როდესაც თურქული მხარე გვეუბნებოდა ფერთან დაკავშირებით, ცხაურებთან დაკავშირებით და ექსპონატებთან დაკვაშირებით, მეტი რაიმე შენიშვნა მსგავსი არ იყო.

 

მემკვიდრეობითობა უნდა დავიცვათ ყოველთვის, როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში. მე ვთქვი, რომ ის, რაც იყო კარგი, ჩვენ ეს პროექტები გავაანალიზეთ და გავაგრძელეთ თავისთავად ის პროექტები. ვერსად ვერ გაექცევი თეატრების დაფინანსებას, კინოს დაფინანსებას და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ვთქვი ისიც, რაც არ მომწონდა და ეს არის მასიურ სანახაობასთან დაკავშირებული, რაც ბათუმში კეთდებოდა, დიდი ჯაზის ფესტივალი, ანდა ვარსკვლავების ჩამოყვანა და ამაზე სახელმწიფო ფულის ხარჯვა. მე ვთვლი, რომ ეს თვითკმარი მიმართულებებია და ჩვენ ამაზე ფულს არ დავხარჯავთ. ის, რაც მოგვწონდა, დავტოვეთ, ხოლო ვაგრძელებთ იმას, რაც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად გასაკეთებელია,”- განაცხადა ოდიშარიამ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ერთ-ერთი იმ  მინისტრთაგანია, რომელმაც აღიარა, რომ კულტურის სფეროში წინა წლებში მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა:

 

„ჩვენ დავინტერესდით ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საკითხით. ქართული თარგმანებით. ასევე, სხვადახვა შენობის, აღების თუ დემონტაჟის საკითხით, რაც ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო. ასევე დაგვაინტერესა იშხნის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ. არის საკითხები, სადაც მინისტრმა შეძლო ისეთი განმარტებების გაკეთება, რომ სხვადასხვა პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოიხსნა.

 

მცდარი აღმოჩნდა იშხანთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ უკვე არსებობს ხელშეკრულება თურქულ მხარესთან: მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულება სწრაფად არის საჭირო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი