პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასა და კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას შორის შეხვედრა იწყება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოდიშარიამ განაცხადა, ამ დღისთვის ემზადებოდა:
“მეც ვემზადებოდი ამ დღისთვის, შეიძლება იყოს უხერხული კითხვები და ალბათ აუცილებლად იქნება. შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით იყოს, იმიტომ, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მრავალ პროექტს ახორციელებს. ალბათ, ძეგლებზე ექნებათ კითხვები, თურქეთში ქართული ძეგლების რეაბილიტაციაზე. მე პერიოდულად ვხვდები ჟურნალისტებს და იმათ სხვა კითხვები აქვთ, აქ ალბათ უფრო პოლიტიკური კითვები იქნება. მე მგონი, მზად ვარ, ვნახოთ”