“თავად თურქეთი არის საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყანა იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთთან გვაქვს, როგორც მრავალმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე ორმხრივი თუ სამმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის თანამშრომლობა. ეს შეეხება თურქეთის განუყრელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ნატოსკენ ჩვენი სწრაფვისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი სწრაფვისადმი და ა.შ. ერთ–ერთი უმთავარესი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება განუხრელი და ყოველდღიური შრომა თურქეთში საქართველოს კულტურილი ძეგლებისთვის.”
ხოლო ევროპის საბჭოში ელჩობის კანდიდატი კონსტანტინე კორკელიძე თავის პრიორიტეტად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მუშაობას აცხადებს:
“მისიის პირორიტეტია, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის გატარება, ასევე ევროპის საბჭოს გამოცდილების გაზიარება, იმ დახმარების მოზიდვა, რომლის გაწევაც შეუძლაი ევროპის საბჭოს. ეს არის ინსტიტუციური დახმარება, დემოკრატიულობის ხარისხსი გაზრდა, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოცდილების გაზიარება.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩობის კანდიდატები, რომლებსაც უმცირესობა შეხვდა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან:







