ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ხვდება

30 აპრილი, 2013 • • 1053
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ხვდება

უჩა ნანუაშვილის თქმით, მას კომიტეტის წევრებთან საკმაოდ ვრცელი საუბარი ექნება:


“დღეს იქნება მეორე მოსმენა. გავივლით იმ თემებს, რომლებიც პირველ მოსმენაზე ვერ გავიარეთ. საუბარია გახმაურებულ საქმეებზე, დაკავებების თემაზე, ლაფანყურის საქმეზე. ასევე, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის უფლებებზე, დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა, ბავშვთა უფლებებზე და სხვა თემატიკაზე. საკმაოდ ვრცელი საუბარი გვექნება საკმაოდ კონკრეტულ საკითხებზე.”

 

მისივე თქმით, ლაფანყურის საქმე დამოუკიდებელმა ჯგუფმა უნდა გამოიძიოს:

 

“ფაქტობრივად, დღეს ვიწყებთ ამ საქმის განხილვას, აქამდე იყო მხოლოდ უმრავლესობის სხდომაზე, მხოლოდ მედიით ხდებოდა. ჩვენი პოზცია უცვლელია, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი