ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

30 აპრილი, 2013 • • 1131
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს საკანონმდებლო პროექტი წარმოუდგინა, რომელიც
2013 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის სასჯელისგან გათავისუფლებას, ბიზნესზე დარიცხული საურავების გაუქმებას, ეკონომიკურ-ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულისათვის დაწესებული წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე კომიტეტმა უკვე განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

 

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა უსამართლობა იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადასახადებს იხდიდა. ქუცნაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკანონო ქონების დაკანონებას ცდილობს:

 

“მათ შემოაპარეს ერთ-ერთოი მუხლი, რომლის მიხედვითაც დაფარული ქონების ლეგალიზება უნდა მოხდეს, ანუ ვინც მოიპარა ფული და შეიძინა ქონება, ამ ქონების ლეგალიზება უნდა მოხდეს. კანონპროექტით, 3 თვის განმავლობაში წარმოადგენენ ცნობას და სახელმწიფომ უნდა უღიაროს ამ ქონების კანონიერება. მივიღეთ ასეთი სიტუაცია, როდესაც სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო “დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით და კარიერას დაასრულებს  დაფარული ქონების დაკანონების მოთხოვნით. მიუღებელია ჩვენთვის ეს.”

 

კანონპროექტის ავტორი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მან კომიტეტზე ვერანაირი არგუმენტი ვერ მიიღო:

 

“მთავარი პრეტენზია, რაც ჰქონდათ, ეს იყო, რომ თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ლეგალური გახადოს ის რაღაც უკანონო შემოსავლები, რომლებიც მასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა დააგროვეს. ამასთან დაკავშირებით ცცვლილებები უკვე შეტანილია კანონპროექტში. ვუთხარით, რომ თვითონ განესაზღვრათ ბრუნვის მასშტაბი, რა მასშტაბის კომპანიებს შეეხებათ ეს. ასევე შევთავაზეთ, რომ გაგვეკეთებინა ასეთი ჩანაწერი: კომპანიებს, რომლებიც ბოლო 5, ან 10 წლის განმავლობაში არ შეუმოწმებია სახელმწიფოს, იმათ საერთოდ არ შეეხოთ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ იყო კომპანიები, რომლებსაც არ ამოწმებდა სახელმწიფო, იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ახლოს “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამ არგუმენტების საპირისპირო მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, ამიტომ რატომ არ უჭერენ მხარს, არ ვიცი. მე მესმის ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, როცა ამბობენ, რომ კანონპროექტი შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. კომიტეტები კი რატომ არ უჭერენ მხარს, არ მესმის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი