ახალი ამბები

მერაბიშვილი: პრემიერმა ძალიან ინერვიულა 19 აპრილს

27 აპრილი, 2013 • 1036
მერაბიშვილი: პრემიერმა ძალიან ინერვიულა 19 აპრილს

დღეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 26 აპრილს გადაცემა “პოზიციაში”  19 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და ამას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

მერაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ინერვიულა 19 აპრილს. ეს სრულიად ბუნებრივია- ხელისუფლებამ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ან უნდა  აქცევდეს ხალხს, ვინც პროტესტის შეგრძნებით გამოდის.

მერაბიშვილის თქმითვე, ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად გააკრიტიკებს ხელიუფლებას და გააძლიერებს პროტესტს, სანამ წინასაარჩევნო დაპირებები არ შესრულდება. საქართველოში ბოლო 7 თვის განმავლობაში 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ამდენი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. კიდევ უფრო გაიზარდა გაჭირვება.  მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა.

მერაბიშვილის თქმით, მზად არის მოისმინოს ხელისუფლების დასაქმების კონცეფცია, რადგან მათ არ მოწონთ ნაციონალური მოძრაობის  დასაქმების კონცეფცია და მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.


“მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩვენი კონცეფცია, გუშინდელი გამოსვლიდან ჩანს, რომ არ სურს თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ იგი იძულებული გახდება ითანამშრომლოს ხალხთან, საზოგადოებასთან და იგი იძულებული იქნება ითანამშრომლონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ძლიერი ოპოზიციაა და ეს გამოჩნდა 19 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი