ახალი ამბები

სოფლები, რომელთა გაზიფიცირებაც დაიწყება

3 აგვისტო, 2017 • 5118
სოფლები, რომელთა გაზიფიცირებაც დაიწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 17 მუნიციპალიტეტის 55 სოფლის გაზიფიცირება მოხდება, 19-ში კი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ჩატარდება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირით სარგებლობას ამ სოფლებში მცხოვრები 17,833 ოჯახი შეძლებს, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი გამოიყოფა. სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

იმისათვის, რომ იხილოთ სოფლების ჩამონათვალი, დააკლიკეთ შესაბამის მუნიციპალიტეტს:

[tabs tab1=”ბოლნისის მუნიციპალიტეტი” tab2=”გორის მუნიციპალიტეტი” tab3=”ვანის მუნიციპალიტეტი” tab4=”ზესტაფონის მუნიციპალიტეტი” tab5=”ზუგდიდის მუნიციპალიტეტი” tab6=”თელავის მუნიციპალიტეტი” tab7=”ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი” tab8=”კასპის მუნიციპალიტეტი” tab9=”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი” tab10=”მცხეთის მუნიციპალიტეტი” tab11=”საგარეჯოს მუნიციპალიტეტი” tab12=”ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი” tab13=”ხაშურის მუნიციპალიტეტი”   tab14= “დმანისის მუნიციპალიტეტი”  tab15= “ოზურგეთის მუნიციპალიტეტი”  tab16= “სენასკის მუნიციპალიტეტი”  ]

[tab id=1]დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის,იწრიას მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიწყება [/tab]
[tab id=2] დაიწყება სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება [/tab]
[tab id=3] დაიწყება ზედა გორას და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება [/tab]

[tab id=4] დაიწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება [/tab]

[tab id=5] სოფელი შამგონას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=6] ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=7]  დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის,
ზემო ხიზას და ხიზაბავრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=8] თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ხოლო სოფლების: გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულდება [/tab]

[tab id=9] ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=10]  მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება;  [/tab]

[tab id=11] სოფელი უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=12]  სოფელი ბუკისციხეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=13] პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=14] სოფელი პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=15] სოფელი ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება [/tab]

[tab id=16]  სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება; [/tab]

[/tabs]

მასალების გადაბეჭდვის წესი