ახალი ამბები

უსუფაშვილი: აშშ მზად არის მეტი ინვესტიციისთვის, თუ საქართველოში მეტ დემოკრატიას დაინახავს

1 აგვისტო, 2017 • 1779
უსუფაშვილი: აშშ მზად არის მეტი ინვესტიციისთვის, თუ საქართველოში მეტ დემოკრატიას დაინახავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის “შენების დროა” ლიდერი, დავით უსუფაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, მაიკ პენსთან ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური დახმარება დამოკიდებული იქნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხარისხზე.

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს, 1 აგვისტოს, თბილისში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან ოპოზიციური პატიების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“როდესაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკის მეტი ხელშეწყობა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების ხელშეწყობისთვის, ტექნოლოგიების მიღებისთვის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გატანისთვის და ამ შემთხვევაში, ძალიან დიდ ეკონომიკას, როგორიცაა აშშ, წამყვან ეკონომიკას, მეტის გაკეთება შეუძლია საქრთველოსთვის, ბატონი ვიცეპრეზიდენტის პასუხი იყო, რომ დიახ, ეს ასეა, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ დემოკრატიის თვალსაზრისით ვსაუბრობდით. იმიტომ, რომ აშშ გაცილებით მეტად და გაცილებით მზადაა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მეტ ინვესტიციებზე, როდესაც ისინი ხედავენ უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიას. ამ ნაწილში ჩვენ უნდა მოვინდომოთ მეტი, რათა მივიღოთ მეტი,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება (31 ივლისი-1 აგვისტო).

მასალების გადაბეჭდვის წესი