როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, კმაყოფილია, რომ უმცირესობის წევრები პარლამენტში არ არიან და ხელს არ უშლიან მუშაობაში:

“მე ასე მგონია, რომ ეს აქციები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს. დღეს პარლამენტში საკმაოდ მშვიდად მიდის მუშაობა, არანაირი საპროცედურო ომი არ შეიმჩნევა, უაზრო შეკითხვები არ ისმება, ძალიან პროდუქტიული მუშაობაა და ძალიან წინ წავიწიეთ. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო ხარჯით ჩაატარონ ხოლმე “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტრებასა და მათ გადაყვანას თბილისში, რათა ძალიან სწრაფად იქნეს მიღებული საზოგადოებისთვის აუცილებელი კანონები. შრომის კოდექსი ჯანდაცვის საკითხები, ახლა ისინი  რომ აქ იყვნენ და აჯიჯღინდებოდნენ თავისებურად, რამდენ კანონზე გვექნებოდა შეფერხება, ასე რომ, მე მივესალმები”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *