“ნეტგაზეთს” აქციაში მონაწილე სტუდენტებმა განუცხადეს, რომ კრეატიული ჯგუფის “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები პერფორმანსის დადგმას აპირებენ:
“პერფორმანსში სიმბოლურად განხორციელდება, თუ როგორ იპყრობს კრემლი საქართველოს და შემდეგ როგორ ამარცხებს მას ქართული ჯარი.”
როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, აქცია ამ ღონისძიებით გაიხსნება. პერფორმანსისთვის საჭირო დეკორაციები სცენაზე დამონტაჟებულია.
