სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ტერენტი გრანელმა გასულ საუკუნეში იცოდა ამ აქციის შესახებ:

 

„გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ მისი ფიქრი და აზრი საუკუნეებს უძლებს, დღეს 19 აპრილია, ვიცით, რა დღეც არის, “ნაციონალები” იკრიბებიან რუსთველზე. ჩვენმა გენიოსმა ტერენტი გრანელმა მეოცე საუკუნეში უკვე ამის შესახებ იცოდა”.

ტერენტი გრანელი 
მიცვალებულის დღიურიდან

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, 
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. 
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, 
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. 

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა, 
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც. 
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა, 
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები. 

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც 
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან). 
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი, 
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა. 

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები 
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან. 
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები 
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა. 

არც შორეული დების ლოცვები 
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა. 
მიმასვენებდნენ ანგელოზები 
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა. 

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია, 
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია 
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო. 

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, 
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით, 
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, 
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები…

 

“მინები ხომ ძალიან ბევრი აქვს ჩვენს პარლამენტს. ანუ პოლიტიკურ სამარეში ელოდებიან,”- აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *