ახალი ამბები

აქციის გამო რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტება

19 აპრილი, 2013 •
აქციის გამო რუსთაველის გამზირი აღარ გადაიკეტება

როგორც სამინისტროში ამბობენ, შსს-მ ეს გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ არ შეექმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.

“ამავდროულად, შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის.” -აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი