ახალი ამბები

გიორგი თევდორაძე: ქუთაისიდან აქციაზე დაახლოებით 1200 ადამიანია წასული

19 აპრილი, 2013 •
გიორგი თევდორაძე: ქუთაისიდან აქციაზე დაახლოებით 1200 ადამიანია წასული

“ნაწილი გუშინ საღამოს წავიდა თბილისში, ნაწილი დღეს. ჩვენი ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფებიდან ბოლო ნაკადმა დღეს, 11 საათზე დატოვა ქალაქი. იმედი გვაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა რაიონებიდან მისცემს საშუალებას უპრობლემოდ ჩავიდნენ დედაქალაქში”, – აცხადებს გიორგი თევდორაძე.

 

თევდორაძის თქმით, ქუთაისიდან აქტივისტები დედაქალაქში გაემგზავრნენ საკუთარი ავტომანქანებით, ხაზის მიკროავტობუსებითა და მატარებლით. მისივე თქმით, მათ ვერ შეძლეს მიკროავტობუსების დაქირავება, რადგან, როგორც გიორგი თევდორაძე აცხადებს, მძღოლებმა მათ უთხრეს, რომ პოლიციიდან გააფრთხილეს, რომ ჩამოართმევდნენ მართვის მოწმობებს და შეუქმნიდნენ პრობლემებს. 

 

მიდიან თუ არა დღევანდელ აქციაზე თბილისში ქუთაისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ამას პარტია “თავისუფალი საქართველოს” მობილური ჯგუფები აკვირდებიან. პარტიის ადგილობრივი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, ქუთაისის მერიიდან დაახლოებით 70 თანამშრომელი წავიდა თბილისში აქციაზე:

 

“ზოგმა შვებულება აიღო, ზოგმა ბიულეტენი გამოიწერა, განცხადებები დაწერეს გათავისუფლების შესახებ და ამის შემდეგ წავიდნენ თბილისში, ეს ნორმალურია. ასევე, ქალაქის მასშტაბით მაქსიმუმ 300 ადამიანი იქნება წასული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო გაფართხალება ქუთაისში”, – ამბობს გოგი წულაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი