ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

28 ივლისი, 2017 • 2083
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ვისაც პროკურატურა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ასევე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს “ბავშვთა სამყაროს” კიდევ ერთი თანამშრომელი, მალხაზ თევზაძე.

გიორგი მაჭავარიანმა გირაოს სახით 50 000 ლარი უნდა გადაიხადოს, მალხაზ თევზაძემ კი – 10 000 ლარი.

გიორგი მაჭავრიანი და მალხაზ თევზაძე პროკურატურამ გუშინ, 27 ივლისს დააკავა.

პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მაჭავარიანს ბრალად ედება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ბრალდებულ მალხაზ თევზაძეს ბრალად ედება გულგრილობა – ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 19 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი