ახალი ამბები

სასამართლოში “ბავშვთა სამყაროს” დირექტორის პროცესი მიმდინარეობს [ვიდეო]

28 ივლისი, 2017 •
სასამართლოში “ბავშვთა სამყაროს” დირექტორის პროცესი მიმდინარეობს [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე რომან ხორავა განიხილავს, აღკვეთის სახით რა ღონისძიება შეეფარდება მაჭავარიანს.

ის საქართველოს პროკურატურამ 27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავა. სასამართლოში შეკრებილები არიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები და მოიჯარეები. ნეტგაზეთთან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ მათი აზრით, მაჭავარიანი დამნაშავე არ არის.

საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც დააკავეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან 28.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან 28.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სასამართლო პროცესზე მივიდა პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია, თუმცა ის პროცესზე არ შეუშვეს. 28.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სასამართლო პროცესზე მივიდა პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია, თუმცა ის პროცესზე არ შეუშვეს. 28.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი