კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 18 ივნისი – 9 ივლისი. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა მთელ საქართველოში 2,261 ინტერვიუერთან. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თითქმის თანაბარია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა ქალების პოლიტიკაში თანაბარი ჩართულობა. მაგალითად, გამოკითხულთა უმეტესობისათვის, 40%-ისთვის მნიშვნელოვანია, პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, კაცი და ქალი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა თუ ეყოლება. ხოლო 37%-ისთვის უმიშვნელოა.
რესპოდენტების უმეტესობის აზრით, ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ სხვადასხვა პოზიციაზე. გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ მერის პოზიციაზე ორივე სქესი თანამბრად შეასრულებს მოვალეობას. ისევე, როგორც გუბერნატორის, პარლამენტის წევრისა და საკრებულოს წევრის პოზიციებზე.
თუმცა, ამავროუდლად, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ საკრებულოში ქალების რაოდენობის გაზრდას საქართველოზე გავლენა არ ექნებოდა.