პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა ისტერიკაშია:

 

“სრულ ისტერიკაშია “ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, გუშინდელი ფაქტის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, თუ რაში ხარჯავს ბატონი პრეზიდენტი, ქალაქის მერი თუ დეპუტატები, თუ ა.შ ჩვენი ამომრჩევლების ფულს.”

 

მისივე მტკიცებით, ბრიფინგზე გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა:

 
“ეს არის სრული სიცრუე, რასაც ახლა ეთერში ავრცელებს გაბაშვილი. რატომღაც გაახსენდა სწორედ ის, რაც ხდებოდა ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი მხარდამჭერების მისამართით არჩევნებამდე. დიახ, ზუსტად ასე იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” და მაშინდელი პოლიცია. ალბათ, ეს ის რეალობაა, რაც მაშინ იყო და რა მეთოდებითაც თვითონ იბრძოდნენ, ჰგონიათ, რომ იგივე მეთოდს ვინმე იყენებს. არავინ არავის არ უკრძალავს მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილობის მიღებას. პირიქით, ბატონმა ღრიბაშვილმა ამის შესახებ ისაუბრა მედიასთნ, რომ ყველა ზომას მიიღებს პოლიცია, რომ იქ მისული ადამიანების უფლებები იყოს დაცული, რომ რაიმე ექსცესები არ მოხდეს. არ მოხდეს პროვოკაცია და ადამიანების მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება იყოს დაცული. ეს არის სრული სიცრუე, რასაც გაბაშვილი აცხადებს, რომ ვინმე ვინმეს აიძულებს, ან აშანტაჟებს, ან აშინებს, ასეთი რამ არის ის მეთოდი, რა მეთოდითაც ისინი ებრძოდნენ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ჩვენი მეთოდი ეს ნამდვილად არ არის და ეს არის მართლა ისტერია, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის.”
 
 
რამდენიმე წუთის წინ  “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს მათი აქტივისტების დაშინება:

 

“ამ კამპანიაში ძალოვანი სტრუქტურები არიან ჩართულნი. დაშინებები მიმდინარეობს სამეგრელოში, სამცხე- ჯავახეთში, რაჭაში, ქვემო და შიდა ქართლში, გურიაში, კახეთში და იმერეთში.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *