ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI კვლევის მიხედვით, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას 59% არ ემხრობა, მისაღები კი მხოლოდ 16%-ისთვის არის. თვითმმართველობის კოდექსში შესატან ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საპარლამენტო უმრავლესობა კი დღეს, 26 ივლისს, ვეტოს დასაძლევად ემზადება.
კითხვაზე, სმენიათ თუ არა შვიდი ქალაქისთვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, 44% ამბობს, რომ არ სმენია.
რაც შეეხება ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ეს მხოლოდ 16%-ისთვის არის მისაღები.
მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ ცვლილებებს ან საერთოდ არ ექნება გავლენა, ან უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყანაზე. მათ შორის, ასე ფიქრობს “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი.
NDI-ის ცნობით. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.