მარიკა ვერულაშვილი დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ პარტიის დატოვების შემდეგ. ის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო
ახალაიას სასამართლო პროცესზე მივიდა.
ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიას წერილი არაფერ შუაში არ არის 19 აპრილის აქციასთან:
“ ეს არის დათა ახალაიას დამსახურებილი საჩუქარი იუბილარ ვანო მერაბიშვილისადმი. ორი დღის წინ სწორედ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე
იყო. მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას და მას კიდევ მოუწევს ძალიან ბევრი რამის მოსმენა. ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს”.
ვერულაშვილი ამბობს, რომ მასზე ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება პირადი ინიციატივით მიიღო:

“დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაცმოძრაობის კრახი საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მისი [მერაბიშვილის] დამსახურება იყო. და მიმაჩნდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი ამ მარცხის შემდეგ. და რადგან ის დარჩა, გადავწვიტე არ ვყოფილიყავი ამ პარტიის წევრი. ეს იყო ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა დღესაც ვთვლი და მაშინაც მიმაჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული”.
