პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. კერძოდ, მათი თქმით, კოდექსის ახალი ვარიანტიდან ამოღებული უნდა იყოს ის მუხლი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად “სხვა ობიექტური მიზეზების” დასახელებას გულისხმობს.
ასევე, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ დეკრეტული შვებულების ვადები გაიზარდოს და ღამის საათებში მუშაობისთვის ანაზღაურება იყოს.
“ჩვენ მივესალმებით ცვლილებებს, თუმცა ის უფრო სამართლიანი უნდა იყოს. საჭიროა გაფიცვის პროცედურების გამარტივება, ქალთა დეკრეტული შვებულების გაზრდა და ღამის საათებში მომუშავეთა შრომის განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება,”– განაცხადა სამთო- მეტალურგთა და ქიმიური პროფაკავშირების თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს პარლამენტი პირველი მოსმენით ამ კვირაში განიხილავს.
