ახალი ამბები

ჯარისკაცთა წამების საქმე ახალაიას წინააღმდეგ

15 აპრილი, 2013 • • 1058
ჯარისკაცთა წამების საქმე ახალაიას წინააღმდეგ

ბაჩო ახალაიას გარდა ბრალი წაყენებული აქვს კიდევ 7 პირს, რომელთა შორის არიან ყოფილი სამხედრო ინსტრუქტორები და სხვა თანამდებობის პირები. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი ვარჯიში პროკურატურამ წამებად მიიჩნია და საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

 

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ახალაიას ბრალი რამდენიმე ეპიზოდის მიხედვით აქვს წაყენებული. მასთან ერთად ბრალდებულია არაერთი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი.

 

ერთი ეპიზოდი ეხება სამხედროებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას,როდესაც ახალაიამ ერთ-ერთ ჯარისკაცს თავის კაბინეტში დანის ტარი ჩაარტყა თავში;  მეორე ეპიზოდი ეხება ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს; მესამე ეპიზოდი ეხება სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურად დასჯას, მეოთხე ეპიზოდში საუბარია ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვოდ შეტანის გამო.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი