ახალი ამბები

ორმხრივი სროლები სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე

8 ივნისი, 2012 • • 1345
ორმხრივი სროლები სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე

“ინტენსიური სროლის მიუხედავად, აზერბაიჯანულ არმიაში დანაკარგი არ არის. სროლას ჩვენი მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სროლები აზერბაიჯან– სომხეთის საზღვარზე 3 დღის წინ დაიწყო. როგორც BBC- ი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, პირველი ინცინდენტის დროს დაიღუპა 5 სამხედრო მოსამსახურე.

BBC-ისვე ინფრმაციით, სომხურმა სამხედრო ნაწილება აზერბაინაჯის სამხედრო პოზიციების დაკავება აზებაიჯანული დროით სამშაბათს, 06:30 წუთზე, სოფელ ასაგი ასკიპარაში სცადა. ეს სოფელი ქაზახის რეგიონს მიეკუთნება, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანშია.

სომხური მხარე მომხდარ ინციდენტში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდის მანძილზე აზებაიჯანულმა მხარემ არაერთხელ სცადა ქაზახის საზღვაზე შეჭრით სომხური ტერიტორიის დაკავება, რასაც საპასუხო რეაგირება მოჰყვა. სომხური მხარე  ადასტურებს, რომ მან “გაანეიტრალა” აზებაიჯანული სამხედრო ჯგუფი.

სომხური მხარე აზერბაიჯანულს 3 ჯარისკაცის მკვლელობაშიც ადანაშაულებს, რასაც აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს.

მომხდარს მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა, მან მხარეებს ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწიდა.

“არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ტრაგიკული ინება ყველა მხარისათვის” – განაცხადა ამეიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

პირველი შეტაკებებიდან დღემდე ვითარება უცვლელია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი