ახალი ამბები

მზადება აქციისთვის ქუთაისში [Photo/Video]

10 ივნისი, 2012 • 1135
მზადება აქციისთვის ქუთაისში [Photo/Video]

ამ დროისთვის მიმდინარეობს იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან მოსახლეობის მობილიზაცია. ისინი რაიონებიდან ქუთაისამდე “ქართული ოცნების” ლიდერებს მოჰყავთ.

აღმაშენებლის გამზირზე უკვე შეკრებილია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი სამტრედიიდან, საჩხერიდან, ტყიბულიდან, თერჯოლიდან. მათ დურიგდათ “ქართული ოცნების” მაისურები და გაზეთები, რომლებიც მიკროავტობუსებით მოიტანეს. ჯერჯერობით ადგილზე თითქმის არ არიან ქუთაისელები, თუმცა “ქართული ოცნების” ქუთაისის შტაბში აცხადებენ, რომ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ელიან აქციაზე.

“წამოვედით 30 ადამიანი ტყიბულიდან მანქანებით, გზაში შეფერხებები არ გვქონია. 5 საათისთვის კიდევ 300-მდე მხარდამჭერი უნდა ჩამოვიდეს ქუთაისში ტყიბულიდან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი კუბლაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია ტყიბულიდან.

“ერთი ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანს საქართველოს მდგომარეობიდან, თორემ უფსკრულისკენ მივექანებით. ჯერ ცოტანი ვართ ადგილზე. ველოდებით კიდევ 500 მანქანას. ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია გზაში”, – განაცხადა ანზორ ბერბუხაძემ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა საჩხერიდან “ნეტგაზეთთან” საუბარში.

“ქართული ოცნების” აქცია ქუთაისში 18:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი