ახალი ამბები

კალაძე: ტარიფის სანაცვლოდ “ინტერ რაო” საინვესტიციო ვალდებულებისგან არ გათავისუფლებულა

10 აპრილი, 2013 • • 1234
კალაძე: ტარიფის სანაცვლოდ “ინტერ რაო” საინვესტიციო ვალდებულებისგან არ გათავისუფლებულა

მინისტრის თქმით, აღნიშნული კომპანია ყველა იმ საინვესტიციო ვალდებულებას შეასრულებს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში დაეკისრა 2025 წლამდე.

 

რუსულმა გამოცემა “კომერსანტმა” რამდენიმე დღის წინ “თელასის” მფლობელ კომპანია “ინტერ რაოს” ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსული სახელმწიფო კომპანია ტარიფის კლებაზე იმ პირობით დაითანხმა, რომ ენერგოკომპანია 2025 წლამდე არ განახორციელებს 80 მილიონამდე ლარის ინვესტიციას საქართველოში.

 

კახა კალაძე აბსურდულს უწოდებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ პირობებს არ დათანხმდებოდა. 

 

“კომერსანტი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტარიფის მცირედ შემცირების პირობა საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კომპანიისგან 2016 წლამდე მიიღო, ხოლო როგორი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი 2017 წლიდან, ჯერ შეთანხმებული არ არის.

კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი