ახალი ამბები

ე.წ. ქართული მარშის მსვლელობას პარლამენტარი ემზარ კვიციანი შეუერთდა

14 ივლისი, 2017 • 3610
ე.წ. ქართული მარშის მსვლელობას პარლამენტარი ემზარ კვიციანი შეუერთდა

ე.წ. ქართული მარშის ქსენოფობიურ მსვლელობას, რომელიც დღეს, 14 ივლისს, თბილისში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანიც შეუერთდა.  კვიციანი მეცხრე მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პროპორციული სიით მოხვდა.

ქსენოფობიური აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. დღეს პლატფორმა “არა ფობიამ” აღნიშნულ მარშთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა “ქართული მარშის” მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილონ რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

“მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი