ახალი ამბები

დღეს ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი და სასულიერო პირები დაიკითხებიან

14 ივლისი, 2017 • 2729
დღეს ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი და სასულიერო პირები დაიკითხებიან

დღეს, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. სასამართლოში უკვე მივიდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაიკითხებიან საპატრიარქოს თანამშრომლები, მათ შორის, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

როგორც გუბელაძემ განაცხადა, მოწმეები გიორგი მამალაძის შეკვეთილ სტატიებზე ისაუბრებენ, რომლებიც ეკლესიის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

შორენა თეთრუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი