ახალი ამბები

პატრიარქის მდივან-რეფერენტი იზოლაციაშია და კოვიდზე ტესტის პასუხს ელოდება

7 იანვარი, 2021 • 1411
პატრიარქის მდივან-რეფერენტი იზოლაციაშია და კოვიდზე ტესტის პასუხს ელოდება

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია და კოვიდ -19- ზე ტესტის პასუხს ელოდება, რომელიც საპტრიარქოს ცნობით,  ხვალ გახდება ცნობილი.


შენიშვნა: თავდაპირველად ამ ნიუსში აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ნეტგაზეთმა”  ეს ინფორმაცია პატრიარქის პრესსპიკერ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც “ტაბულას” ჯერ დაუდასტურა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი განუცხადა, რომ “ცოტა არასწორი” ინფორმაცია მიაწოდა.

შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო


კადრებში, რომლებიც 4 იანვარს პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავ მიღებაზეა გადაღებული, ჩანს, რომ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე თეთრუაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა რესპირატორი ეკეთა.

შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის იუბილეზე

ილია II-ს იუბილე საპატრიარქოს შენობაში 3 და 4 იანვარს აღნიშნეს. მიღებებს ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სხვები.  სტუმართა შორის იყვნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც: თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი და ხათუნა ზახაშვილი.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ, ისე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, “ნეტგაზეთს” 6 იანვარს უთხრეს, რომ მიღებები წესების დაცვით ჩატარდა: სტუმრებს წინასწარ ჩაუტარდათ PCR ტესტი, ხოლო მათ, ვისაც პირბადე არ უკეთიათ, ვირუსი ახალი გადატანილი აქვთ.

პატრიარქის იუბილე პანდემიის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი