ახალი ამბები

სიღარიბის სტატისტიკა აჭარაში

7 აპრილი, 2013 •
სიღარიბის სტატისტიკა აჭარაში

ქობულეთში – 8,9 (8201 ადამიანი), ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 6,7 პროცენტი (6383)იღებს სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას.

ქალაქ ბათუმის მონაცემებით კი, აქ მთლიანი მოსახლეობის 3,45 პროცენტი (ანუ 4289 ადამიანი) ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

ოჯახების რაოდენობის მიხედვით თუ დავითვლით, ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი (1931 ოჯახი) ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტშია, შემდეგ ხულოში – 1826, ბათუმში – 1538, ხელვაჩაურში 1460, შუახევში – 743, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში – 655 ოჯახი.

ამ მონაცემებში არ შედიან ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარების სახით მხოლოდ სოციალური პაკეტის მიღება მოახერხეს, რაც  სახელმწიფოსგან მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პაკეტის მიღებას ითვალისწინებს და არა ფინანსურ დახმარებას.

აჭარის რეგიონში სოციალური პაკეტით 17, 992 ადამიანი სარგებლობს, მათ შორის არიან ოჯახები, რომლებმაც სახელმწიფოს ცხოვრების დონის სარეიტინგო ქულით განსაზღვრა საარსებო შემწეობის პაკეტის მიღების მიზნით სთხოვეს. საარსებო შემწეობა ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს თუმცა სარეიტინგო ქულის მიხედვით, რომელიც სპეციალური დეკლარაციის შევსების შემდეგ განისაზღვრება, მათ მხოლოდ სოციალური პაკეტის ანუ ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისის მიღება მოახერხეს.

სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის თემურ ქარცივაძის ინფორმაციით ამ მონაცემებით ვერ ვივარაუდებთ იმას, რომ იმ 17, 992-მა ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფოსგან მხოლოდ სოციალური პაკეტის მიღება მოახერხა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებად, ანუ ღატაკად მიიჩნია თავი:

„ბევრი წერს განაცხადში, რომ მას აქვს შემოსავალი და იცის, რომ ვერ მიიღებს შემწეობას, მაგრამ იმდენად კარგად არ ცხოვრობს, რომ არ ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. ამიტომ ჩვენ მის ფიქრებს ვერ გავარკვევთ, რომ გამოვთვალოთ, რამდენმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი იმისთვის, რომ საარსებო შემწეობა მიეღო“, – ამბობს თემურ ქარცივაძე.

საარსებო შემწეობას იღებენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 57 ათასი ან 57 ათასამდეა. 57 ათასიდან 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის დაფიქსირების შემთხვევაში კი ოჯახი სოციალურ პაკეტს ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს იღებს. 70 ათასს ზემოთ სარეიტინგო ქულის დაფიქსირების შემთხვევაში კი – პროგრამა დახმარების გაცემას არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ ამ კატეგორიის ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულად 70 ათასიდან 200 ათასამდე განესაზღვრათ, სპეციალური მიზნობრივი პროგრამით აჭარის ჯანმრთელობის სამინისტრო აზღვევს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით „მათ ეძლევათ თითქმის იგივე სოციალური პაკეტი, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით“.

რაც შეეხება ფინანსური დახმარების ოდენობას, რასაც ოჯახი საარსებო შემწეობის მიღების შემთხვევაში იღებს, ოჯახის უფროსზე 30 ლარით, ოჯახის სხვა წევრებზე კი, თითოეულზე – 24 ლარით განისაზღვრება. თემურ ქარცივაძის ინფორმაციით უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ამ თანხის გაორმაგებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი