ახალი ამბები

აბორტთან დაკავშირებით გამართულ აქციებში პოლიცია ჩაერია

7 აპრილი, 2013 • • 2280
აბორტთან დაკავშირებით გამართულ აქციებში პოლიცია ჩაერია

ორივე ჯგუფმა დღის ორი საათისთვის დაიწყეს შეკრება. აბორტის აკრძალვის მომხრეთა მთავარ ლოზუნგს წარმოადგენდა “აბორტი ერის გენოციდია” , ისინი მთავრობას აბორტის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავდნენ. მათ ლოზუნგებში ისმოდა- “არავის აქვს უფლება ნაყოფი მოიშოროს”, “ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა” და სხვა. 

 

 

აღნიშნული აქციის გვერდით დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი მდუმარე აქციას მართავდა ტრანსპარანტებით. მათი განცხადებით, ტრანსპარანებზე დაწერილი ტექსტები ამბობენ სათქმელს. ტრანსპარანტებზე ეწერა შემდეგი ლოზუნგები: “დედობა არჩევანია და არა მოვალეობა”, “აბორტი მხოლოდ ქალის საქმეა”. “კრიმინალიზაცია არ იწვევს აბორტის შემცირებას”, “არავის აქვს ქალის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება”, “ემბრიონი არ არის ადამიანი, აბორტი არ არის ადამიანის მკვლელობა” და სხვა. 

 

მთავრობის კანცელარიასთან მობილიზიებული იყო საპატრულო მანქანები და აქციის მიწურულს მათი ჩარევაც საჭირო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი მდუმარედ მართავადა აქციას, აბორტის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები ცდილობდნენ დებატებში შესვლას, ერთ–ერთი ასეთი მცდელობის დროს სიტუაცია დაიძაბა და პოლიციაც ჩაერია. სიტუაცია მალევე განიმუხტა. აღნშნულის შემდეგ დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფმა კანცელარიის შენობის ტერიტორია დატოვა. 

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი