უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველა თვალსაზრისით და თურქეთიც დაინტერესებულია ამით.
“საქართველოს პარლამენტში ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა ელჩების სტუმრობის. საუბარი ხდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება. ბატონმა ელჩმა მიმოიხილა ყველა ის პოტენციალი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაშია. არის საუბარი დაამატებით პროექტებზე, დამატებით გამშვებ პუნქტებზე ორი ქვეყნის საზღვარზე, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეების გადაადგილებას.”
მისივე განმარტებით, ნებისიერი საკითხი ისე გადაწყდება, რომ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს:
“ვმსჯელობთ თურქეთის დახმარებაზე ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროსაც გამახვილდა ამაზე ყურადღება და ველით მათ მხარდაჭერას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურქეთი სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და კონფლიქტების მოგვარებით. ამ შემთხვევაში რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველა თვალსაზრისით და თურქეთიც დაინტერესებულია ამაში. დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ყველა საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გადაწყდება მხოლოდ დიალოგის გზით და ისე, რომ ორივე მხარისთვის იყოს სასარგებლო”, – განაცხადა უსუფაშვილმა თურქეთის ელჩისა და დეპუტატებს შორის დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
