ახალი ამბები

საიას მხარდამჭერი აქცია ხვალ, აჭარის მთავრობასთან

3 აპრილი, 2013 • 981
საიას მხარდამჭერი აქცია ხვალ, აჭარის მთავრობასთან

საიას მხარდამჭერი აქცია მოთხოვნით – „ნუ აყალბებთ ფაქტებს“, ხვალ, 18:00 საათზე აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან გაიმართება.

 

ცნობილია, რომ გუშინ ბათუმში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რესტორან „აჭარულ სახლში“ იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც.

 

გუშინ ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ამ საკითხზე მათი კომენტარების მოპოვებას, მაგრამ ვერ მოახერხეს. ჟურნალისტები მინისტრის დაცვამ მოატყუა.

 

28 მარტის ინციდენტის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს მართავდნენ შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი