ახალი ამბები

პარლამენტი პრეზიდენტს ელჩების დამტკიცების ვადას განუსაზღვრავს

1 აპრილი, 2013 • • 1064
პარლამენტი პრეზიდენტს ელჩების დამტკიცების ვადას განუსაზღვრავს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პრეზიდენტითვისს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ორკვირიანი ვადის დაწესებას ითვალისწინებს. 

 

გიორგი ვოლსკი თედო ჯაფარიძე ვიქტორ დოლიძე
გიორგი ვოლსკი თედო ჯაფარიძე ვიქტორ დოლიძე

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების მიზეზი გახდა ის, რომ პრეზიდენტი ელჩების დამტკიცებას აგვიანებს:

 

„ელჩების დანიშვნა თავიანთ პოსტზე დროში გაიწელა, რაც გაეკვეულ სირთულეებს იწვევს. ელჩს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ პარლამენტში გამოგვეტანა ეს საკითხი. ელჩების არჩევის და დანიშვნის ვადა უნდა შემცირდეს 2 კვირამდე. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი და საჭირო კანონპროექტი.“

 

 

მისივე თქმით, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება სამი წლის ნაცვლად  მხოლოდ ერთ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.

 

 

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს ელჩების დასამტკიცებლად კონკრეტულ  ვადა არ აქვს განსაზღვრული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი